ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცს ავტომანქანა დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე გუშინ მოხდა. მედიაში გავრცელებული ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი სქროლით გადაადგილდებოდა.
გავრცელებული ცნობითვე, დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს და მას ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
„ფორტუნა“ ცდილობს გაარკვიოს, როგორია შემთხვევის დროს დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა.