ბათუმის იზოლატორიდან თეთრი ხმაურის სოლიდარობის აქციის დაკავებული ორგანიზატორები გაათავისფლეს. პოლიციამ მათ გათავისუფლებამდე ხელწერილი დააწერინა. აქციის ორგანიზატორებს ბრალი წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში ედებოდათ.
სოლიდარობის აქცია თბილისის პარალელურად ბათუმშიც 3 საათზე დაიწყო. გუშინ თბილისში კლუბ ბასიანსა და გალერიში სპეცრაზმის შეჭრა, გააპროტესტეს ქუთაისსა და გორშიც.
აქცია თბილისში თეთრმა ხმაურმა მას შემდეგ დააანონსა, რაც მათი ერთ-ერთი წევრი ბექა წიქარიშვილი პოლიციამ გაათავისუფლა. მანამდე კი ის წუხელ კლუბ ბასიანში სპეცოპერაციის დროს მღელვარებისას დააკავა, როდესაც ადამიანების ერთი ნაწილი პარლამენტთან აქციის ჩასატარებლად გაემართა.
სპეცოპრაცია გვიან ღამით კლუბ „ბასიანსა” და „გალერიში” ჩატარდა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი.