LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს

179
poiuyghjkl;'

ბათუმში აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

როგორც ადგილობრივი მედია „ბათუმელები” იუწყება, დაკავებულებს შორის არიან არასრულწლოვნებიც, რომლებსაც პოლიციამ პლაკატები წაართვა.

ცნობისთვის, ბათუმის პარალელურად თბილისში, პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეებს ხელში თეთრი ფურცლები უჭირავთ და 2 ივნისს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ახალგაზრდების დაკავებას აპროტესტებენ.

აქციის მსვლელობასთან ერთად ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

შეგახსენებთ, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, გასულ ღამეს, სამართალდამცველებმა 7 პირი დააკავეს.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ისინი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-173-ე მუხლების შესაბამისად, რაც წვრილმან ხულიგნობას და სასამართლოში მსაჯულის გამოცხადებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.

დაკავებული იყო ადვოკატი შოთა თუთბერიძეც, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს.

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გასულ ღამეს სამართალდამცველებმა 7 პირი დააკავეს – შსს 

პარლამენტის შენობასთან ლაზარე გრიგორიადისის მამის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს – აქტივისტების ინფორმაციით, აქციაზე ადვოკატი შოთა თუთბერიძე დააკავეს 

„ჩვენი სანაქებო პოლიცია გადააქციეს „მილიციად“ – ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, შოთა თუთბერიძე თავისუფალია

„დაუშვებელია სრულიად გაუგებარი მიზეზით და უხეში ფორმით, სამართალდამცველთა მიერ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა“ – სახალხო დამცველი შსს-ს მიმართავს

„მოვუწოდებთ შსს-ს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებულები“ – NGO-ების განცხადება 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები