ბათუმის აეროპორტში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ჩადენა ედება ბრალად.
როგორც შსს-მ „ფორტუნას“ განუცხადა, დაკავება 10 დღის წინ მოხდა გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობის გარეშე გარყვნილ ქმედებას გულისხმობს, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან. დანაშაული ისჯება ხუთიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
აღსანიშნავია, რომ დაკავებული მამაკაცი მანამდე ყოფილ მეუღლეს შვილებზე ძალადობაში ადანაშაულებდა და მათი დედისგან ჩამოშორება სურდა, თუმცა სასამართლომ მასზე შემაკავებელი ორდერის გამოწერის გადაწყვეტილება მიიღო.