LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში არსებული ცუდი შედეგის მიუხედავად, ჭავჭავაძეზე მიწისქვეშა ნაგვის ურნები მაინც განთავსდება

892
62306436-2777734645576451-2828221971412549632-o

თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა ნაგვის ურნების მოწყობა იგეგმება, – ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის დათვალიერებისას განაცხადა. 

ლურჯ სანაგვე ურნებს ჭავჭავაძეზე მიწის ქვემოთ ჩაიტანენ (ვიდეო)

განხორციელდება თუ არა ცვლილება სხვა ქუჩებზეც?

თბილისის მერის ინიციატივას “ფეისბუქზე” დენიელ დოინიცინი ეხმაურება და წერს, რომ ბათუმში არსებული შედეგი საკმაოდ ცუდია და თბილისმა ეს მაგალითი უნდა გაითვალისწინოს.

მიწის ქვეშ ჩატანილი ნაგვის ურნები - შედეგი ბათუმში ნამდვილად ძალიან ცუდია [ფოტო]

საცოდაობაა ამ პროექტის გაგრძელების ყურება იმ დღეში რა დღეშიც ის ბათუმშია.

რა დადებითი შედეგის მომტანი იქნება ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა ურნების განთავსება? გამოიწვევს თუ არა ეს იგივე შედეგს რაც ბათუმში დგას? – ამ კითხვებით “ფორტუნამ” თბილისის მერის მოადგილეს მაია ბითაძეს მიმართა.

როგორც ბითაძე აცხადებს, არ იცის რა მდგომარეობაა ამ მხრივ ბათუმში, თუმცა აცხადებს რომ ყველაფერი ცუდ მდგომარეობაში იქნება თუ მას სათანადო ექსპლუატაცია არ ჩაუტარდა.

“ბათუმში არ ვიცი რა მდგომარეობაშია. ყველაფერი ცუდ მდგომარეობაში იქნება თუ მას სათანადო ექსპლუატაცია არ ჩაუტარდა. „თბილსერვისი“ არის ჩვენი კომპანია, რომელიც ახორციელებს ნარჩენების მართვას. თბილისში პრობლემებს ვაწყდებით ურნებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მიწისზედა ურნები ბევრად მცირე მოცულობის არის, მიწისქვემოთ კი გვექნება საშუალება იმისა, რომ სამჯერ და ხუთჯერ დიდი ზომის მოცულობის ნაგვის ურნები განვათავსოთ. შესაბამისად, ეს იმის წინა პირობა იქნება, რომ ნაგვის მანქანები ივლიან მხოლოდ ღამე და არ იქნება გადავსებული ნაგვის ურნები.

განსაზღვრული გვაქვს რა ტიპის, რა ხარისხის და რა წარმადობის  ნაგვის ურნები უნდა განთავსდეს მიწის ქვემოთ და ეს პროცესი გაგრძელდება ყველა იმ ქუჩაზე, სადაც მიწისზედა ურნების განთავსება საფეხმავლო გადაადგილებისთვის ქმნის პრობლემებს,” – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

mazda magti 5g