ბათუმში მომხდარ ავტოავარიას ქვეითის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ჯავახიშვილის ქუჩაზე, გვიან ღამით მოხდა. როგორც ადგილობრივ მედიასთან თვითმხილველი ჰყვება, მოძრავი ავტომობილი გაჩერებულ 6 ავტომობილს შეეჯახა, შეჯახების შედეგად კი დაშავდა ტროტუარზე მდგარი ერთი პირი, რომელიც კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. არსებული ცნობით, გარდაცვლილი შუახნის ასაკის მამაკაცია.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.