ბათუმში ავტომობილი ფეხით მოსიარულე ორ გოგონას დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთაველის გამზირზე, ბარბარეს ეკლესიის მიმდებარედ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაახლოებით 14-15 წლის ორი გოგონა დაშავდა, ავტომობილის მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. ფოტოებს აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
სასწრაფო დახმარების ბრიგადა, იქვე მცხოვრებმა მოქალაქეებმა გამოიძახეს. მათი თქმით, ერთი-ერთი დაშავებული გოგონა კონტაქტური იყო. 112-ის ინფორმაციით, მოზარდები ბავშვთა საავადმყოფოში გადაჰყავთ, მათ პირველადი დათვალიერებით თავის ტრავმები აღენიშნებათ.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.