LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

237
ავარია

ბათუმში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე გასულ ღამეს მოხდა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.