LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

290
პოლიცია

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

შემთხვევა, ბათუმის შესასვლელში, ბაქოს ქუჩაზე მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g