LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ბავშვი აუზთან ხანგრძლივად თამაშობდა და 60%-იანი დამწვრობა მიიღო – გუგა ქაშიბაძე მშობლებს მიმართავს

440
მზის დამწვრობა

2 წლის ბავშვმა მზეზე სხეულის 60%-იანი დამწვრობა მიიღო, რის გამოც რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდა.

ამის შესახებ „ფორტუნას“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.

„მშობლები ესტონეთის მოქალაქეები იყვნენ. შემთხვევა ბათუმში მოხდა. ბავშვი აუზთან ხანგრძლივად თამაშობდა და საკმაოდ სერიოზული დამწვრობა მიიღო. კლინიკიდან დაახლოებით სამი კვირის წინ გაეწერა. დაახლოებით ერთი კვირა დაჰყო რეანიმაციაში“. – ამბობს გუგა ქაშიბაძე „ფორტუნასთან“.

გუგა ქაშიბაძე მშობლებს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, წელს ბავშვების მზით დამწვრობის მაჩვენებელი მომატებულია.

ამავე თემაზე:

“გავუფრთხილდეთ ბავშვებს, მოვარიდოთ სიცხეს…არსებობს სხეულის გადახურების რისკი, ასეთ დროს შესაძლებელია სხეულის ტემპერატურის აწევა” – მაია ბუწაშვილი მშობლებს რეკომენდაციებით მიმართავს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g