LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ბევრი სასტუმრო დაიკეტა: „აჭარაში დასვენება, შესაძლოა, 50%-ით გაძვირდეს“

130
shftic6g-2654f5313a

„ძალიან ბევრი სასტუმრო დაიკეტა ბათუმში, რაც იმას ნიშნავს რომ კურორტი სეზონს მაღალი და საშუალო კლასის სასტუმროებით ხვდება და ამ სასტუმროების სიმცირემ, შესაძლოა, დასვენების ღირებულების 40-50%-ით ზრდა განაპირობოს, რაც საქართველოს კონკურენტუნარიანობას დაუკარგავს“, – ამის შესახებ გადაცემაში „საქმიანი დილა“ ტურისტული კომპანია „აჭარა ტურის“ დამფუძნებელმა ისაუბრა.

ირაკლი თავართქილაძის განმარტებით, კერძო სექტორი უნდა იყოს მობილიზებული, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოს ფასები. „აჭარა ტურის“ დამფუძნებელი მოლოდინებზეც საუბრობს და ამბობს, რომ პანდემია ლოგიკურ დასასრულს მიუახლოვდა და აპრილიდან, ისეთი ქვეყნებიდან დავინახავთ ტურისტებს, როგორებიცაა: საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ისრაელი.

“იმედი გვაქვს ჩვენი პარტნიორები, ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის გააქტიურდებიან და იმ მაჩვენებლებს დავუახლოვდებით ან გადავასწრებთ, რაც გასული წლის ზაფხულში დაფიქსირდა” – განაცხადა ირაკლი თავართქილაძემ გადაცემაში “საქმიანი დილა”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g