ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული სახლის ადგილზე ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, 26 მაისი ქუჩა N13-ში, ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის ადგილზე ახალი სახლის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა.
მერიაში აცხადებენ, რომ ახალ აშენებულ კომპლექსში ბინა 63 ოჯახს გადაეცემა. საერთო სამშენებლო ფართი 6700 კვ.მ მოიცავს.