ბათუმში ღვინის კომპანია Chigogidze Wines -მა ბარ-რესტორანი Chigogidze Wine Bar გახსნა. აღსანიშნავია, რომ კომპანიის პირველი საფირმო გასტრო-ბარი ბათუმის ისტორიული შენობის გაგრძელებაა და ის აჭარის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმთან მდებარეობს.
„ჩვენი საფირომო ბარ-რესტორნების გახსნა ტურისტული ზონიდან, ბათუმიდან დავიწყეთ. ეს არის უნიკალური სივრცე, სადაც მოსულ ადამიანს დახვდება ყველაფერი, რაც ღვინოს უკავშირდება: გასაოცარი სასმელი და ასევე კერძები ევროპული და ქართული სამზარეულოდან“, – აცხადებენ ღვინის კომპანია Chigogidze Wines-ში.
მათივე ცნობით, Chigogidze Wine Bar-ში ამჟამად 18 ადამიანი დასაქმდა. ბარ-რესტორანი მუშაობს ყოველდღე 12:00 საათიდან 21:00 საათამდე, შაბათ – კვირის გარდა. ობიექტი მდებარეობს ზურაბ გორგილაძის 6გ-ში.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სავარაუდოდ, 2 თვეში Chigogidze Wine Bar უკვე თბილისშიც გაიხსნება. ამ ეტაპზე, პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარებს.
ცნობისთვის, ქართულ ბაზარზე ღვინის ახალი ბრენდი Chigogidze Wines 2017 წლის იანვრიდან გამოჩნდა. ის, რაც Chigogidze Wines სხვა ღვინოებისგან გამოარჩევს, განსაკუთრებული გემო, მცირე რაოდენობა და ხელით დამზადებული სასმელია.











