17 წლის მოზარდის მდგომარეობა, რომელიც საავადმყოფოში გუშინ მძიმე დაზიანებებით მიიყვანეს, კრიტიკულია,- ამის შესახებ ფორტუნას კლინიკა მედინაში განუცხადეს, სადაც ამჟამად არასრუწლოვანი იმყოფება.
როგორც მედინაში აცხადებენ, დაზიანებები არასრულწლოვანს ყბა-სახის არეში აქვს მიყენებული. მას გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად რეანიმაციაში რჩება.
მოზარდის ახლობელები მომხდარს ინტერნეტ-თამაშს უკავშირებენ. როგორც დაჭრილის ახლობლები ყვებიან, 17 წლის ბიჭი ლურჯ ვეშაპს თამაშობდა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.