LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლომ მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებაში ბრალდებულ მასწავლებელს პატიმრობა შეუფარდა

357
dakaveba_w_h

ლანჩხუთში დაკავებულ სკოლის მასწავლებელს, რომელსაც მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებაში ედება ბრალი ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

შეგახსენებთ, რომ 7 ნოემბერს ლანჩხუთში ერთ-ერთი საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი, შუა ხნის მამაკაცი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების გამო დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები