ბათუმში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი ბიჭი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ხიმშიაშვილის ქუჩაზე მოხდა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
არსებული ცნობითვე, მოზარდს სანდასუფთავების სამსახურის ავტომობილი დაეჯახა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
