LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გომის მთაზე ავარიის დროს დაშავებული მძღოლი კლინიკაში საბადრაგო სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება – მას კლინიკიდან გაწერის შემდეგ წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანენ

129
გომის მთა

12 აგვისტოს ღამეს, გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მიკროავტობუსის მძღოლი ქობულეთის კლინიკაში, საბადრაგო სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სულ 17 მგზავრი დაშავდა – ყველა მათგანი ბელარუსის მოქალაქეა

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მძღოლი დაკავებულია, თუმცა მას კლინიკაში საჭირო სამედიცინო პროცედურები უტარდება, კლინიკიდან გაწერის შემდეგ კი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანენ.

„2 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა“ – ექიმი გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულებზე

ცნობისათვის, 12 აგვისტოს, ღამით, გომის მთაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – არსებული ინფორმაციით, ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა. გარდაცვლილები ბელორუსიის მოქალაქეები არიან.

არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსს საქართველოს მოქალაქე მართავდა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

„6 პაციენტი პედიატრიული ასაკის არის“… „საჭესთან ქართველი მძღოლი იჯდა, ახლახან დაოჯახდა, თანამედროვე მიკროავტობუსი ჰყავდა“ – როგორია გომის მთაზე დაშავებულების მდგომარეობა და რას ჰყვებიან ადგილობრივები მომხდარ ტრაგედიაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები