გომის მთაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილია ოთხი პირი, არიან დაშავებულებიც.
არსებული ინფორმაციით, ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა.
ადგილზე სამაშველო და საპოლიციო ეკიპაჟებია მობილიზებული. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
როგორც „ფორტუნას“ საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
