ბათუმში, ე.წ ოცნების ქალაქში ხანძარი იყო. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ცეცხლი ერთ-ერთ ბარაკში გაჩნდა.
მათივე ინფორმაციით, ხანძარმა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ნივთები სრულად გაანადგურა.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები იყვნენ მობილიზებული.
როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ამ დროისთვის კი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
ფოტო: „ბათუმელები“