ბათუმში ელექტროავტობუსები იმოძრავებენ. 10 ელექტროავტობუსის შესაძენად დაფინანსებას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გამოყოფს. სესხის თაობაზე ბათუმის მერიამ მთავრობისგან თანხმობა უკვე მიიღო.
გარდა ელექტროავტობუსებისა, ბათუმის მუნიციპალიტეტი დიზელზე მომუშავზე, ევრო 5-ის სტანდარტის ავტობუსებსაც შეიძენს.
”ვფიქრობდით იმაზეც, გაზზე მომუშავე ავტობუსები გვეყიდა თუ არა, მაგრამ საბოლოოდ უპირატესობა მივანიჭეთ დიზელს და ელექტროტრანსპორტს. ბათუმი პირველი ქალაქი იქნება ამიერკავკასიაში, სადაც ელექტროავტობუსები იმოძრავებენ”- განაცხადა ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა.
ამ დროისთვის ტექნიკური დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს, რის შემდეგაც ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდება. ერთი ელექტროავტობუსის სავარაუდო ღირებულება 250 ათას დოლარს აღწევს.
