LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ეპიდვითარება გართულებულია: თორნიკე რიჟვაძე

77
თორნიკე რიჟვაძე

ეპიდვითარება ბათუმში გართულებულია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ყველა ღონისძიება, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული, უმკაცრესად გაკონტროლდება.

“იქნება ეს ღამის კლუბები, საქორწილო-საბანკეტო დარბაზები, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაჯარიმდებიან. გამორიცხული არ არის მათი დალუქვაც, რადგან ახლა გვჭირდება ქმედითი ნაბიჯები, რათა შევძლოთ ეპიდვითარების ეფექტური მართვა” – აცხადებს რიჟვაძე.

მისი თქმით, აჭარის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბის სხდომაზე იმსჯელეს აღსრულების გამკაცრებასა და ასევე იმ რადიკალური ნაბიჯების გადადგმაზე, რომელიც შესაძლოა, საჭირო გახდეს.

“მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ აბსოლუტური დაცულობა და ინფიცირებულები არ დარჩნენ იმუნოლოგების გარეშე.”

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ, როგორც საწოლფონდის გაზრდაზე, ასევე კოვიდსასტუმროების დამატებაზეც.

magti 5g