LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ერთ დღეში სამი მაღაზიის დაყაჩაღებისთვის 21 წლის ბიჭი დააკავეს

დსფ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში ერთ დღეში სამი სუპერმარკეტის დაყაჩაღების ბრალდებით 21 წლის ბიჭი დააკავა.

უწყების ცნობით, დაკავებულმა ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან, დანის მუქარით, მოლარეს 900 ლარი გამოსტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მოგვიანებით კი მან ქალაქში კიდევ 2 სუპერმარკეტი დააყაჩაღა, საიდანაც 829 ლარი და სიგარეტები გაიტაცა.

დაკავებულს 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g