საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ბათუმში ფრანგული სამხედრო ხომალდი ჩამოდგება. ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებით, საფრანგეთი გეგმავს შავი ზღვის აუზში გემების რაოდენობის გაზრდას. “ბათუმში ჩამოდგება სამხედრო ხომალდი. ეს ნიშნავს ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობით გამსჭვალულ ისტორიულ პარტნიორობას”, – განაცხადა მან.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოში ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში იგი უკვე შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრს. ასევე დაგეგმილია საფრანგეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან.