LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში გარემოვაჭრეები წერეთლის ქუჩიდან გაიყვანეს

50748202_2189991311061166_2792807217277960192_o

წერეთლის ქუჩა და მიმდებარე ტერიტორია უკანონო გარემოვაჭრეების დახლებისგან გათავისუფლდა. მერიამ მათ საქმიანობის გაგრძელება მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, მათთვის მოწყობილ დახლებზე შესთავაზა.

ბათუმის მერიის ცნობით, ქაოტურად მოწყობილი უკანონო გარევაჭრობა იწვევდა სატრანსპორტო მოძრაობის გადატვირთვას და ანტისანიტარიას, რაც წერეთლის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა.

ბათუმის ქუჩების უკანონო გარევაჭრობისგან გათავისუფლების მიზნით, მერიამ არა ერთი თანმიმდევრული ღონისძიება განახორციელა და გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ტერიტორიაზე გადასვლა არა ერთხელ შესთავაზა. უკანონოდ დაკავებული ტერიტორიის ნებაყოფლობით გათავისუფლებისა და მერიის მიერ შეთავაზებულ ფართში (გოგოლის ქ. #1) გადასვლის შემთხვევაში, მერია გარემოვაჭრეებს 3 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად, კომპენსაციის სახით 200 ლარს სთავაზობდა. ასევე, შეთავაზებული იყო კეთილმოწყობილი სავაჭრო დახლები და დახურული სავაჭრო ჯიხურები, ადგილზე მისასვლელი ავტობუსის გამოყოფა და ახალი ბაზრობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებაში დახმარება, რასაც გარემოვაჭრეები არ დათანხმდნენ. უკანონო გარემოვაჭრეებსა და მერიის წარმომადგენლებს შორის არა ერთი შეხვედრა გაიმართა, თუმცა უშედეგოდ.

წერეთლის ქუჩიდან აღებული უკანონო კონსტრუქციები დასაწყობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g