ბათუმში გაუჩინარებული 23 წლის გოგო იპოვეს. როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, გოგონა თავს კარგად გრძნობს. როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, გაუჩინარებული გოგო სარფში ერთ-ერთ ტაძარში იმყოფებოდა.
23 წლის გოგოს ორი დღეა, სამართალდამცავები ეძებდნენ. შს სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აწარმოებდა გამოძიებას.
ახლობლების თქმით, გოგონას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.