ბათუმში ჯგუფური ძარცვის ბრალდებით, 3 პირი დააკავეს. შსს ინფორმაციით, დაკავებულებმა ბათუმში თურქეთის მოქალაქე გაძარცვეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 1 ივლისს ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს 2100 თურქული ლირა გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.სამართალდამცველებმა სამივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს, გატაცებული თანხა კი ნივთმტკიცების სახით, სრულად ამოიღეს,” – აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს, ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.