LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თანამშრომლები გარეთ გამოიქცნენ, შენობაში მხოლოდ მძარცველი დარჩა და როცა მიხვდა, რომ სალაროს ვერ გახსნიდა, თავადაც გაიქცა – ბათუმში „საქართველოს ბანკის“ ფილიალს თავს დაესხნენ

320
ბათუმი

დღეს, 10 ივნისს, დაახლოებით 12 საათზე „საქართველოს ბანკის“ ბათუმის ერთ-ერთ ფილიალში  შეიარაღებულმა თავდამსხმელმა მძევლების აყვანა სცადა.

თვითმხილველის მონათხრობის თანახმად, თავდამსხმელი სალაროს გახსნას ითხოვდა.

მან სცადა მძევლის აყვანაც იარაღის მუქარით, მაგრამ ვერ მოახერხა, რადგან ბანკის სხვა თანამშრომლებმა წინააღმდეგობა გაუწიეს.

„წინააღმდეგობის შემდეგ თავდამსხმელმა პისტოლეტის მსგავსი იარაღიდან ერთხელ გაისროლა ჰაერში. სროლის ხმაზე ბანკის თანამშრომლები გარეთ გამოიქცნენ. შენობაში დარჩა მხოლოდ მძარცველი და როცა მიხვდა, რომ სალაროს ვერ გახსნიდა, თავადაც გაიქცა“, – გვიყვება ბანკის თანამშრომელი.

მისი თქმით, თავდამსხმელმა თანხის წაღება ვერ მოახერხა.

რაც შეეხება მის მონაცემებს, ის იყო 20-25 წლის კაცი, რომელსაც ყვითელი ჰუდი ეცვა და სათვალე ეკეთა.

ბანკის თანამშრომლის თქმით, თავდამსხმელს პოლიცია დაედევნა.

„ფორტუნას“ ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია. 

ბანკში ამ ეტაპზე კრიმინალისტებიც მუშაობენ.

როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადესმომხდართან დაკავშირებით გამოძიება 179-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა- შენახვა- ტარებას გულისხმობს.

წყარო „ბათუმელები“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები