LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს ბანკის“ თავდასხმაზე რამდენიმე პირის დაკითხვა დასრულდა

102
banki

„საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალის დაყაჩაღებამდე გატაცებული პირების დაკითხვა დასრულდა. მათ პოლიციის შენობა ცოტა ხნის წინ უკომენტაროდ დატოვეს. როგორც ცნობილია, დღეს დილით ნიღბიანი შეიარაღებული მძარცველები გლდანში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრნენ. ადგილზე დაცვის პოლიციის მისვლას ორმხრივი სროლა მოჰყვა.

გამოძიების ინფორმაციით მძარცველებმა ფულის წაღება ვერ მოასწრეს. ორმხრივი სროლისას დაზიანდა რამდენიმე ავტომანქანა. ბრმა ტყვია მოხვდა სატვირთოსაც.

გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს, ყაჩაღური თავდასხმა, იარაღის უკანონო შეძენა-ტარება და ადამიანების მძევლად აყვანა. გამოძიება ნიღბიანი მამაკაცების კვალს ბოლო მონაცემებით თიანეთის გზაზე ეძებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები