LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოქმედებდა ბანკში შესული თავდამსხმელი – რას ყვება ერთ-ერთი მძევალი

86
მძევალი

„საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალზე თავდასხმა გასროლის გარეშე დასრულდა. თავდამსხმელი დაკავებულია.

მომხდარს მძევლად აყვანილი და გათავისუფლებული იოსებ სამხარაული „ქრონიკასთან“ იხსენებს.

„შესვლიდან დაახლოებით 5 წუთში, ეს პიროვნება ჩვენთან მოვიდა და ყველას ერთ ადგილზე შეგროვება გვთხოვა. ვიყავით ორი კლიენტი და ბანკის ოთხი თანამშრომელი.

ითხოვდა ნახევარ მილიონ დოლარსა და ნახევარ მილიონ ლარს. ერთ-ერთ კლიენტს, რომელიც მერე გამოუშვა, უთხრა, რომ 112-ში დაერეკა და ეთქვა, რაც მოხდა – რომ ბანკში მძარცველი შემოიჭრა და მძევლები აიყვანა.

პროცესში აქტიურად ჩაერთო სამხარეო პოლიციის უფროსი, ბატონი გიორგი, რომელიც ყველანაირად ცდილობდა, რომ ამ პიროვნებას მძევლები გაეთავისუფლებინა“, – ამბობს იოსებ სამხარაული.

ჩამსხვილებული ადამიანი იყო, ქუდი ეფარა, „აჩკები“ ეკეთა, დავინახე, რომ „ლიმონკა“ ეჭირა ხელში – ბანკზე თავდასხმის თვითმხილველი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები