LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში კლარენს ზეედორფი და ფლორიან მალუდა იმყოფებიან

67

ბათუმში ჰოლანდიის ნაკრებისა და “მილანის” ყოფილი ნახევარმცველი, კლარენს ზეედორფი და საფრანგეთის ნაკრებისა და “ჩელსის” ყოფილი შემტევი ფლორიან მალუდა არიან ჩამოსულები. მათთან ერთად ფოტო თბილისის მერმა და “მილანის” ყოფილმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ Instagram-ზე გამოაქვეყნა.

კიდევ რამდენიმე ფოტო სოციალურ ქსელ Facebook-ზე ბათუმის “დინამოს” ყოფილმა დირექტორმა ოთარ ფედიჩკინმა გამოაქვეყნა.

არსებული ინფორმაციით, მათი ჩამოსვლის მიზეზი ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებია, რომელიც 3 ოქტომბერს, ბათუმში გაიმართება. არჩევნებში ერთ-ერთი კანდიდატი არკადი დვორკოვიჩია, რომელსაც მხარს სოკარ ჯორჯიას“ პრეზიდენტი მაირ მამედოვი უჭერს. ფეხბურთელები საქართველოში სწორედ მათი მოწვევით ჩამოვიდნენ.

 

View this post on Instagram

 

🙌

A post shared by Kakha Kaladze (@kakhakaladze) on

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g