LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში კორონავირუსით დაინფიცირებულ ორსულს ბავშვი მუცლადყოფნის დროს დაეღუპა

687
koronati dainficirebuli

ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებულ ქალს ნაყოფი მუცლადყოფნის დროს დაეღუპა.

„ფორტუნა“ ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორ ნუგზარ პაპავას დაუკავშირდა.

„ქალი სამედიცინო დაწესებულებაში 1 ოქტომბერს შემოიყვანეს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. გეგმიური კვლევის დროს ნაყოფის გულისცემა არ ისმოდა, შემდეგ კი ფაქტი ექოსკოპიური კვლევითაც დადასტურდა. ბავშვი მუცლადყოფნის დროს გარდაიცვალა, ქალბატონი 26 კვირის ორსული იყო.

ბავშვის გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს, ახლა ზუსტად თქმა, თუ რისგან გარდაიცვალა ბავშვი, შეუძლებელია. ამ ეტაპზე არც იმის თქმა შეგვიძლია, ნაყოფი იყო თუ არა დედისგან კორონავირუსით დაინფიცირებული. დედა ფიზიკურად თავს  კარგად გრძნობს, თუმცა მორალურად განადგურებულია“, – განაცხადა ჩვენთან საუბარში ნუგზარ პაპავამ. 

სამშობიარო სახლში სამედიცინო ექსპერტები იმყოფებიან. კვლევებით უნდა დადგინდეს, რა გახდა ნაყოფის დაღუპვის მიზეზი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g