ბათუმში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დაიწვა – ლუკა ასათიანისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაზე მდებარე ბანკის ფილიალს ცეცხლი დილით გაუჩნდა, დაზიანდა მინები და ბანკის ინვენტარი. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხანძარი გამთენიისას გაჩნდა და ბანკში არც ერთი თანამშრომელი არ იმყოფებოდა.
წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი ელექტროსადენებია.
ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებიან, ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
სლაიდზე ფოტო: რადიო თავისუფლება