ბათუმში გვიან ღამით მცირეწლოვანს დენმა დაარტყა – ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
შემთხვევა ინასარიძის ქუჩაზე მოხდა.
არსებული ცნობებით, ბავშვი გარე განათების ბოძს შეეხო, რა დროსაც დენმა დაარტყა.
თვითმხილველების თქმით, ძაბვა, სავარაუდოდ, დაბალი სიმძლავრის იყო და მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, ბავშვი თავს კარგად გრძნობს და მისი კლინიკაში გადაყვანა საჭირო არ გახდა.