LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში მეწარმე ქალთა ეროვნული ბიზნესფორუმი გაიმართა

103

ბათუმში მეწარმე ქალთა ეროვნული ბიზნესფორუმი გაიმართა, სადაც პანელურ დისკუსიებს , დამსწრეებსა და სხვადასხვა ორგანიზაციებს შორის უშუალო ბიზნესკონტაქტების დამყარების მიზნით, „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე წარმართავდა.

ფორუმში  300-მდე მეწარმემ, სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის 180-მა ქალმა  საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.

ფორუმის მთავარი თემა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და არსებული გამოცდილების გაზიარება იყო.

„ფორუმის მონაწილეებს საშუალება მიეცათ,  მოესმინათ ქალთა წარმატებული ბიზნეს მაგალითები  და გაეგოთ მათი წარმატების საიდუმლო. ასევე, გაეცნენ ქალებისათვის არსებულ საგრანტო და დაბალპროცენტიან საშეღავათო პროგრამებს. გაიგეს უფრო მეტი ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობებზე,” -აღნიშნა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ.

ქალთა ეროვნული ბიზნეს-ფორუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის (GCCI), აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (ACCI), „აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციისა“ (ABWA) და აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზატორებით ჩატარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g