LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე, რა დროსაც ორი მოზარდი დაიღუპა, შსს-მ გამოძიება დაიწყო

275
2025-02-16_00-38-50_707650

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, ე.წ ოცნების ქალაქში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე, სამართალდამცავები იმყოფებიან. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

ცნობისთვის, ბათუმში, ე.წ ოცნების ქალაქში, უბედური შემთხვევის შედეგად ორი მოზარდი დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები