ნაძვის ხე, რომელიც 200 ქოლგით და რამდენიმე ასეული სპეციალური მანათლობლითაა მორთული დღეს საზეიმოდ აანთეს.ბავშვებისთვის სადღესასწაულო პროგრამა კონცერტით დაიწყო.პროგრამის მიხედვით, კონცერტები ყოველდღიურად ჩატარდება.
ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბრს კი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით ეროვნული სიმფონიური ორკესტრი კონცერტს გამართავს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებები 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
შეგახსენებთ, ბათუმის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე 25 დეკემბერს უნდა განათებულიყო, თუმცა აჭარაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები გაუქმდა.
https://www.facebook.com/BatumiBoulevard/videos/2496298383981169/