ბათუმში, პოლიციის სამმართველოსთან სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, პოლიციელებმა აქტივისტების დაკავება ასფალტზე საპროტესტო სტიკერის გაკვრის გამო დაიწყო.
„ისინი ასფალტზე წარწერამ გააღიზიანა, რეპრესიები დაიწყეს. თუ ასფალტზე გაკვრა არის დანაშაული ჩვენც დაგვაკავეთ. ცარიელი ფურცლების გამო იჭერენ ადამიანებს, მსგავსი ხდება რუსეთში”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.