LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ქალს ზებრაზე მუნიციპალური ავტობუსი დაეჯახა

1191
ბათუმი

ბათუმში, პუშკინის და გრიბოედოვის ქუჩების კვეთასთან ზებრა გადასასვლელზე მიმავალ ქალს მუნიციპალური ავტობუსი დაეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროს ავტობუსს უკან მიმავალი კიდევ ერთი მუნიციპალური ავტობუსი შეეჯახა.

დაშავებული ქალი რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. შემთხვევა დღეს მოხდა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ფოტო: „ბათუმელები“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g