ბათუმში უამინდობის გამო ქუჩაში ქოლგებისგან შექმნილი ინსტალაცია ჩამოიშალა, „ფეისბუქის“ მომხმარებელი ზურა აბაშიძე წერს, რომ გამვლელებმა ქოლგები, ადგილზე დაბრუნების ნაცვლად, სახლებში წაიღეს.
„დილით ადრე მოვედი სამსახურში, წვიმას და ქარს ასფალტზე ჩამოეყარა ქოლგები და ხალხი შესეოდა, ვიფიქრე, ისევ თოკზე უნდა ჩამოკიდონ და გული ამიჩუყდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ყველა თავისთვის ეჯაჯგურებოდა. თითქმის ნახევარი ქუჩა ქოლგები გაზიდეს, ხალათებით და სარაფნებით გამოეფინენ ქალები, იღლიაში დანებით და ყველას მიჰქონდა თავისი წილი 2-3 ქოლგა.
გილოცავთ ბათუმობას,“ – წერს აბაშიძე.