LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში სამშენებლო სამუშაოების დროს, ბეტონის დასხმისას 32 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

101

ბათუმში სამშენებლო სამუშაოების დროს, ბეტონის დასხმისას 32 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს დენმა დაარტყა და ადგილზე დაიღუპა.
“სამწუხარო ამბავი მოხდა, ბეტონის დასხმის სამუშაოები მიმინარეობდა. ამწეკრანს ძაბვის სადენები დაეცა და მანქანასთან მყოფი 32 წლის ბიჭი გარდაიცვალა. ის მანქანასთან ახლოს იყო”, – აღნიშნა თვითმხლველმა.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესები დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g