ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შუა ხნის კაცი დაჭრეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტი საპარკინგე ტერიტორიის გამო დავას მოჰყვა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. „ფორტუნა“ დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.