LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind-ის მორიგი ღონისძიება გაიმართა

131
Startup Grind

საქართველოს ბანკისა და Startup Grind Tbilisi-ის პარტნიორობა გრძელდება.

ბათუმში, საფინანსო ინსტიტუტის მხარდაჭერით, ბრიტანული კომპანიის Mercaux წარმომადგენელთან, ალინა გოლავასთან შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სტარტაპერები, მეწარმეები, პროდუქტის მენეჯერები და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანები.

ღონისძიების მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს პროდუქტის იდეის დამუშავების, ბაზრის კვლევის და პარტნიორობების დამყარების საუკეთესო პრაქტიკების შესახებ. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში გაიმართა. დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თანამოაზრეებთან ერთად განეხილათ პროფესიული გამოცდილება, იდეები და ერთმანეთთან თანამშრომლობის პოტენციალი.

Mercaux-ი 2024 წელს დიდ ბრიტანეთში საცალო გაყიდვების მიმართულებით ყველაზე ინოვაციური ტექნოლოგიების შემქმნელ კომპანიად დასახელდა. ის B2B SaaS პლატფორმაა, რომელმაც ვენჩურული კაპიტალის ფირმებიდან 20 მილიონი დოლარის დაფინანსება მოიზიდა. ალინა გოლავა კი 9 წლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტია გაყიდვების, ბაზრის კვლევისა და პარტნიორობების მიმართულებით.

„საქართველოს ბანკისთვის, როგორც ტექნოლოგიური განვითარებისა და სტარტაპ ეკოსისტემის მხარდამჭერი საფინანსო ინსტიტუტისთვის, მნიშვნელოვანია Startup Grind Tbilisi-სთან პარტნიორობა. ღონისძიებები, რომლებსაც ორგანიზაცია ახორციელებს, მცირე და საშუალო ბიზნესებს სასარგებლო ინფორმაციის მიღებისა და ღირებული კავშირების დამყარების შესაძლებლობას აძლევს. ეკონომიკის განვითარებაში ამ ტიპის ბიზნესები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, შესაბამისად, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, მათ როგორც ფინანსური პროდუქტებით, ისე არაფინანსური ინიციატივებით ხელი შევუწყოთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ინიციატივის რეგიონებში განხორციელება, რადგან მისი საშუალებით შესაძლებელია ახალი კავშირების დამყარება და მეწარმეობის სტიმულირება. ჩვენ არ ვჩერდებით და მომავალშიც ბიზნესისთვის საინტერესო არაერთ ღონისძიებას დავუჭერთ მხარს“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი და Startup Grind Tbilisi უკვე არაერთი წელია, თანამშრომლობენ. Startup Grind სტარტაპების გლობალური გაერთიანებაა, რომელიც ახალბედა მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ცოდნა, გამოიყენონ ახალი შესაძლებლობები და მოიძიონ ინვესტორები.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g