LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში სარეკლამო ფესტივალი იწყება

82

22-25 სექტემბერს ბათუმი წელს უკვე მეორედ უმასპინძლებს საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალს Ad Black Sea. ფესტივალის სპეციალური პარტნიორი კი ”პაშა ბანკია”.

როგორც ”ფორტუნას” ბანკიდან აცნობეს, 4-დღიანი ფესტივალი ბათუმის სასტუმრო Hilton-ში გაიმართება და მას 300-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო დელეგატი დაესწრება. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება სემინარები, ინტერაქტიული ვორკშოპები და დაჯილდოების ცერემონია. მონაწილეებს ასევე ექნებათ საშუალება არაფორმალურ გარემოში გაიცნონ კოლეგები სხვადასხვა ორგანიზაციებიდან და გაცვალონ გამოცდილება.

„ჩვენი პარტნიორობა ფესტივალთან Ad Black Sea ძირითადად განაპირობა იმან, რომ ეს პროექტი საინტერესოა  ადგილობრივი და საერთაშორისო პროფესიონალებისათვის რეკლამის და მარკეტინგის სფეროდან. აქ ხდება გამოცდილებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ურთიერთგაზიარება, რაც აუცილებელია დარგის განვითარებისათვის. მნიშვნელოვანია, რომ მსგავს ღონისძიებებს კერძო სექტორმა აქტიურად დაუჭიროს მხარი და ვფიქრობთ, ჩვენი თანამშრომლობა დადებითად აისახება ფესტივალის წარმატებით ჩატარებაზე,“ – აღნიშნა ანანო ქორქიამ, ”პაშა ბანკის” საზოგადოებასთან ურთიერთობისდა მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g