LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში სრულწლოვან შვილზე ძალადობის ბრალდებით ქალი დააკავეს

230
დაკავება

ბათუმში, სრულწლოვან შვილზე ძალადობის ბრალდებით შუახნის ასაკის ქალი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ქალმა სრულწლოვან შვილს დაზიანებები მიაყენა. არსებული ცნობითვე, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

არსებული ცნობითვე, დაკავებული ქალი პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g