27 ივლისს, 18:00 საათზე „ვისოლ ჯგუფი” ბათუმში,ჭავჭავაძის ქუჩაზე (ყოფილი მანქანათმშენებლის ტერიტორია) შვილობილი კომპანია ”ემ პე დეველოპმენტის“ სავაჭრო ცენტრში „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ ამერიკულ რესტორნებს ხსნის. ახალგახსნილი რესტორნები „ვენდისთვის“ მე-10, ხოლო „დანკინდონატსისთვის“ მე-19 ობიექტია. მიმდინარე წლის ბოლომდე „ვისოლ ჯგუფი” ამერიკული რესტორნების ქსელს კიდევ გააფართოებს და ქუთაისში დამატებით ორ ობიექტს გახსნის და ჯამში 150 – მდე ადამიანს დაასაქმებს.
როგორც ”ფორტუნას” „ვისოლ ჯგუფიდან” აცნობეს, ახალი რესტორნის გახსნასთან ერთად „ვენდიმ“ სიურპრიზი მოამზადა და ამიერიდან მომხმარებელს ახალ „საოჯახო მენიუს“ შესთავაზებს, რომელიც რესტორანში ოჯახების სტუმრობას ყველასათვის ხელმისაწვდომს გახდის. გახსნის საზეიმო ცერემონიალის სტუმრებს სპეციალური შეთავაზებები, „დრამ სქულის“ შოუ, Funbus-ის ანიმატორების მხიარული სანახაობა,ილუზიონისტის პერფორმანსი და გემრიელი სიურპრიზი ელის.
„ვენდის“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნები ბათუმში მომხმარებლებს 24 საათიან რეჟიმში უმასპინძლებს. ბათუმის „ვენდის“ Drive-thru მომსახურება კი სტუმრებს შესაძლებლობას მისცემს, მანქანიდან გადმოუსვლელად, თან გააყოლონ და დააგემოვნონ „ვენდის“ უგემრიელესი კერძები, ფროსტის დესერტები, ყავა და გამაგრილებელი სასმელები.