LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში World Travel Awards-ის დაჯილდოების გალა ცერემონია ჩატარდება

135
ბათუმი

29 სექტემბერს ბათუმი World Travel Awards-ის დაჯილდოების ევროპის გალა ცერემონიას უმასპინძლებს.

ღონისძიების საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ შესაბამის უწყებებს კონკრეტული დავალებები მისცა.

„მოგეხსენებათ, ტურიზმის ოსკარი ბათუმმა პირველად 2019 წელს აიღო, შარშან კი World Travel Awards-ის ევროპის ჯილდოს მოპოვებით ბათუმი მსოფლიოს სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა, რის შედეგადაც მას ტურიზმის ოსკარის გალა დაჯილდოების მასპინძლობის პატივი ერგო. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ პრესტიჟულმა ღონისძიებამ სათანადოდ ჩაიაროს“,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილ ღონისძიებას, World Travel Awards-ს, საქართველო წელს პირველად უმასპინძლებს. ღონისძიების ფარგლებში ბათუმს 20-ზე მეტი ქვეყნის მედიის, ტურიზმის ინდუსტრიისა და ტურიზმის უწყების წარმომადგენელი ესტუმრება.

აღსანიშნავია, რომ World Travel Awards-ზე წელს ბათუმის ბოტანიკური ბაღი და ბულვარი იქნება წარდგენილი. ბათუმის ბოტანიკური ბაღი ევროპის წამყვანი ბოტანიკური ბაღის ნომინაციაში მადრიდის, ედინბურგის, ბერლინისა და სხვა ცნობილი ევროპული ქალაქების ბოტანიკურ ბაღებს გაუწევს კონკურენციას.

World Travel Awards-ის ევროპის დაჯილდოების გალა ცერემონიასთან ერთად ბათუმში საერთაშორისო ტურიზმის ფორუმიც გაიმართება. ის დაჯილდოების ღონისძიებამდე ერთი დღით ადრე, 28 სექტემბერს ჩატარდება.

magti 5g