ბათუმში ძლიერმა წვიმამ ქუჩები დატბორა. ქალაქში დილიდან წვიმს, ქუჩებისა და შენობების პირველი სართულების დატბორვის გამო სამაშველო სამსახურში 70-მდე შეტყობინება შევიდა.
ყველაზე მეტად თავდადებულის და მიმდებარე ქუჩებია დატბორილი. გადაადგილება გართულებულია „ჭაობის დასახლებაშიც“. სანაპირო ზოლზე სიმშვიდეა.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება დატბორილი ქუჩების ფოტოებიც.