ბათუმში, ჭოროხის ნაპირების მიმდებარედ ზღვამ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა.
IPN-ის ინფორმაციით, 1980 წელს დაბადებული მამაკაცი დღეს თხილნარში მეწყრული პროცესების დროს გაუჩინარდა.
მისივე განმარტებით, მიმდინარეობდა სამძებრო ღონისძიებები და მისი ცხედარი რამდენიმე წუთის წინ, ზღვაში აღმოაჩინეს.
