ბათუმში ზღვამ 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი გამორიყა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, მამაკაცის ცხედარი, იდენტიფიცირებული არ არის.
როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.