ბათუმში, ზღვაში შუახნის მამაკაცს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში სამი მყვინთავია ჩართული. ასევე, მიმდინარეობს წყლის ზედაპირზე მონიტორინგი.
სამაშველო სამსახურში კაცის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია დღეს, 23 მაისს საღამოს შევიდა.